IMPACTHUB TBILISI-ს
სტარტაპ პრე-აქსელერატორი

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი არის 12-კვირიანი პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებს განვითარებასა და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდაში.მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP და ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.პრე-აქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.Impact Hub Tbilisi Startup Pre-Accelerator დაარსდა 2021 წელს Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც ტრენინგებს გადიოდა წამყვანი საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამის მიერ, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.

ვისთვის არის პრე-აქსელერატორი?

ტექნოლოგიური ან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტარტაპებისთვის.

სტარტაპებისთვის, რომელთაც აქვს მასშტაბირების პოტენციალი.

ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომელთაც აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.

გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 ადამიანისგან.

მზად უნდა იყოთ დრო დაუთმოთ სტარტაპის განვითარებას.

კალენდარი 2023

31 აგვისტო - 24 სექტემბერი
აპლიკაციების მიღება

4-6 ოქტომბერი
ინტერვიუ აპლიკანტებთან

12 ოქტომბერი
პროგრამის გახსნა

ოქტომბერი 2023 - იანვარი 2024
პრე-აქსელერაცია

თარიღი - TBD
დემო დღე

ორგანიზატორები

ელენე ჟვანია

ქეთევან ებანოიძე

მირიან ხომერიკი

ნინო ნანიტაშვილი

ვასკა ჩუბინიძე

მენტორები და მოწვეული სპიკერები

გეგა წურწუმია

თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი - Payze

ირაკლი კიკორია

ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი - Payze

გაგა დარსალია

დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი - Redberry

დავით ჩეჩელაშვილი

ტექ ენტრეპრენერი

ქეთი მეფარიშვილი

დირექტორი - IT Hub Twino

გიორგი ავალიანი

თანადამფუძნებელი, კრეატიული დირექტორი - Holy Motors

ანა რობაქიძე

დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი - Theneo

დაჩი ჭოლაძე

დამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორი - Pulsar AI

გაბრიელ მელივა

თანადამფუძნებელი - Kvalifika

თორნიკე ტურიაშვილი

მმართველი პარტნიორი - Kraken/Giffer/Elvis

დავით ჩიხლაძე

დამნფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი - Investo

ნიკა წიკლაური

პარტნიორი, AccountAnts

გიორგი თუშურიშვილი

თანადამფუძნებელი, Echolize

თორნიკე ჩხაიძე

დამფუძნებელი, SavvY

ვახო დავლაშერიძე

თანადამფუძნებელი, Plamood

გიორგი ტაბატაძე

თანადამფუძნებელი, Jujuna

რობერტ ნოკი

დამფუძნებელი, Cartooli Capital

ლევან კილაძე

დამფუძნებელი, LemonDo

ქეთევან ვაჩიბერიძე

თანადამფუძნებელი, B2C.GE

გიორგი მირზიკაშვილი

თანადამფუძნებელი, Optio.Ai

ნინო დვალიძე

დამფუძნებელი, EdTech

ანანო დოლაბერიძე

თანადამფუძნებელი, Phubber

გიორგი ხაჩიძე

თანადამფუძნებელი, Edupay

ლადი გაბუნია

თანადამფუძნებელი, Echolize

მიხეილ ნადარეიშვილი

მონაცემთა მეცნიერების ლიდერი, Klarna

მერაბ ტატო კუტალია

Google დეველოპერების ექსპერტი, Choco

მარიამ გაგუა

პროდუქტის მენეჯერი, Klarna

ნიკა ჯინჭველაძე

ციფრული დეპარტამენტის უფროსი, Leavingstone

გივი ჩხარტიშვილი

დამფუძნებელი, Noxtton

გივი ბერიძე

დამფუძნებელი, Edison Tech Solutions

ქეთევან სიდამონიძე

კრეატიული ინდუსტრიები | ინოვაციების ლიდერი, USAID

ნატალია ოქროშიაშვილი

ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

მახო ქიტუაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი, OMOFOX

ჯეინ მუსატოვა

მარეტინგის მენეჯერი, Wix.com

დევიდ ზერა

ინვესტორი, მენტორი

გიორგი ჩუგოშვილი

თანადამფუძნებელი, Phubber

ვამეხ ხერხეულიძე

დამფუძნებელი, Elven Technologies

ნიკა აბაშიძე

დამფუძნებელი, CARU

კილიან პულმანსი

დამფუძნებელი, Pinkhammer

თენგიზ ლომიტაშვილი

მმართველი პარტნიორი, TBSC Consulting

ქეთი ოთარაშვილი

იურიდიული და შესაბამისობის მიმართულების ხელმძღვანელი, Payze

პარტნიორები

ელენე ჟვანიამ დაამთავრა სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკის გერმანულენოვანი ფაკულტეტი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პარალელურად სწავლობდა გერმანიის Eichstätt - ის უნივერსიტეტში. გასული ათი წლის განმავლობაში ელენემ მუშაობის დიდი გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. 2016 წელს კი დააფუძნა Impact Hub Tbilisi, სივრცე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და პროგრამების და პროექტების მეშევობით, ხელს უწყობს საქართველოში მეწარმეობის განვითარებას. ელენე არის Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელრატორის თანაორგანიზატორი და მენტორი, ასევე ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის თანადამუძლებელი. ბოლო რამდენიმე წელია ელენე არის სხვადასხვა საერთაშორისო ჰაკათონის, სტარტაპ კონკურსებისა და ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი. 2018 წლიდან კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნლივერსტეტში, მეწარმეობის მიმართულებით.

ქეთევან ებანოიძე, Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელია. 2016 წლიდან აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის, სოციალური მეწარმეობისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში. ქეთი არის Impact Hub Tbilisi-ს სტარაპ პრე-აქსლერატორის თანაორგანიზატორი და მენტორი, ასევე ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ის თანადამფუძნებელი. კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, მეწარმეობის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წელია არის სხვადასხვა სტარტაპ კონკურსისა და ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი.

მირიან ხომერიკი არის დეველოპმემტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ციფრული პროექტების მენეჯერი, სერტიფიცირებული Scrum მასტერი. რვაწლიანი გამოცდილებით ციფრულ სფეროში, მონაწილეობა აქვს მიღებული 40-ზე მეტი ვებ თუ მობილური აპლიკაციის შექმნაში ამერიკის, ბრიტანეთის და საქარველოს ბაზრებისთვის. 2020 წლიდან მართავს დეველოპმენტის გუნდს Clientela-ში სადაც ქმნის ციფრულ გადაწყვეტებს, ისეთი კომპანიებისთვის როგორებიცაა კლოე, კარტიე, გუჩი, მაქს მარა და ა.შ მირო არის Impact Hub Tbilisi-ს პრე აქსელერატორის მენტორი და თანაორგანიზატორი. ასევე როგორც მენტორი, ორგანიზატორი ან ლექტორი ჩართულია სხვადასხვა პროექტში, რომელიც ციფრული ტექონოლოგიების პოპულარიზაციას ემსახურება.

ნინუცა ნანიტაშვილი ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ათ წელზე მეტია მუშაობს ტექნოლოგიების სფეროში კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში. მართავდა სტარტაპების ბიზნესის განვითარებისა და პროდუქტის დიზაინის მიმართულებებს აგრო, განათლებისა და სამოქალაქო ტექის მიმართულებით. სხვადასხვა აქტივობით 3000-ზე მეტი ახალგაზრდა და ქალი ჩართო ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ინდუსტრიაში. ამჟამად ნინუცა Google-ის სტარტაპ აქსელერატორების პროგრამებზე მუშაობს ევროპის რეგიონებში. ამასთანავე არის კონსულტანტი სტარტაპებისა და ინოვაციების თემებზე.

ვასილ ჩუბინიძე არის მეწარმე, სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი და ლექტორი. მან კარიერა დაიწყო სარეკლამო კომპანია DDB Georgia-ში, როგორც კლენტებთან ურტიერთობის მენეჯერად. 2014 წელს შეუერთდა ღვინის ახალ კომპანიას, როგორც CMO, სადაც შექმნა თავისი პირველი საცალო ბრენდი - IKANO. 2015 წელს ვასილმა დაიკავა წამყვანი სარეკლამო სააგენტოს - Windfor's-ის მთავარი სტრატეგიული დამგეგმავის პოზიცია. 2016 წელს გახსნა საკუთარი სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო Millenial Hub. 2017 წელს დააფუძნა პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია – ჟუჟუნა ღვინო და არის დღემდე მმართველი პარტნიორი. მრავალი სამეწარმეო და კრეატიული პროექტის გარდა, ვასილი იყო მენტორი სხვადასხვა საერთაშორისო ჰაკათონსა და პროგრამაში და ასწავლიდა მარკეტინგს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2021 წელს ვასილმა გაიარა წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორის 500 Startups - ის გადამზადების კურსი, რის შემდეგაც გახდა Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერატორის თანაორგანიზატორი და მენტორი.

პროგრამა

2023 წლის ნაკადი

ADDME - სოციალური ქსელების, ვებ-გვერდის, ელ-ფოსტის, მობილურის ნომრის თუ სხვა საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარების სწრაფი და მარტივი პლატფორმა.

BITPULSE - კრიპტოვალუტების ფასების პოტენციური ცვლილებების იდენტიფიცირების პორტალი.

COINERS - სოციალური პლატფორმების მონეტიზაციის ვებ.აპლიკაცია.

CONNECT. - მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.

GAKVETILO.GE - უნარების განმავითარებელი Live კურსების ონლაინ პლატფორმა, სადაც 11-17 წლის მოზარდები მრავალფეროვანი ინტერესების, ინტერაქციული კურსების გავლას შეძლებენ.

https://www.helio-ai.com

HELIO.AI - რეკრუტინგის მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს პროცესის სრულ ავტომატიზაციაში ეხმარება.

HOTCARD - ჰორეკა სექტორის ექსკლუზიური შეთავაზებების (Buy One, Get One) აპლიკაცია.

JUSTPAY - გადახდის ბმულები მარტივი სოციალური კომერციისთვის.

KIDDOS - საბავშვო ნივთების გადაყიდვის (re-sale) პლატფორმა.

KIDNEST - საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.

MAXHP - კომპლექსური მობილური თამაშები მათთვის, ვინც კომპიუტერული თამაშებიდან, მობილური თამაშებისკენ ახდენს მიგრაციას.

MY TRADERS - ტრეიდინგ და საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს სანდო ტრეიდერებთან.

ROLLYCKS - ელექტრონული გორგოლაჭები და თანმხლები აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს აღმოაჩინოს ახალი ადგილები, თანამოაზრეები, ჩაერთოს შეჯიბრში და მოიპოვოს წამახალისებელი პრიზები.

ROOMMATE - პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.

SANOLINK - პლატფორმა, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მაძიებლებს აკავშირებს შესაბამის ტრენერებთან.

TourTour - სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.

UBIQ - სოციალური ქსელი საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის.

VERIFY.COM.GE - დასაქმების კანდიდატების სკრინინგისა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პლატფორმა დამსაქმებლებისთვის.

WENROLL - ონლაინ-კურსების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.

WISP - ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია.

WOOFIO - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს შინაური ცხოველების მფლობელებს სერვისის პროვაიდერებთან.

2022 წლის შემოდგომის ნაკადი

BASE2 - მობილური თავსატეხი (ფაზლ) თამაში, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში.

CARTUNE - ავტოსახელოსნოების შესადარებელი პლატფორმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის.

CARUSELL - მანქანების ყიდვა/გაყიდვის ონლაინ პლატფორმა.

DIFLEX - ვებ აპლიკაცია, რომელიც ამარტივებს სატელეფონო კვლევების ჩატარების და ანალიზის პროცესს. ის წუთებში გადააქცევს ვებ ბრაუზერს გამავალი ზარების პლატფორმად, სადაც ოპერატორს შეუძლია ერთ სივრცეში დარეკოს, შეავსოს კითხვარი და გააკეთოს შედეგების მონიტორინგი.

e-Consul - მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველა სამოგზაურო ინფორმაციას და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.

EDUTECH - ტექ.ტალანტების დასაქმების პლატფორმა.

GEORGIAN WINE CLUB - პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის შერჩევის პროცესის სრულ ავტომატიზებას და ღვინის სადეგუსტაციო ნაკრებების საბსქრიფშენს.

e-Consul - მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველა სამოგზაურო ინფორმაციას და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.

LOPUS ELECTRONICS - ელექტროინჟინერიის დისტანციურად შესწავლის ვებ.პლატფორმა და მობილური აპლიკაცია.

MLbee - მომხმარებლების შენარჩუნების საპროგნოზო ხელსაწყოები, ელ-კომერციის პლატფორმებისთვის.

NEBULA - პლატფორმა, რომელიც სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ზოგადი განათლების საგნების სასწავლო კურსებს. Nebula.ge ეხმარება მასწავლებლებს სწავლებაში, ხოლო მოსწავლეებს სწავლაში.

RENZ - ინდუსტრიული და აგრო ტექნიკის გაზიარება/გაქირავების პლატფორმა.

TAO TECHNOLOGY - მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ვებ.აპლიკაციის ფაიერვოლი, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის.

TRADETKT - სხვადასხვა ღონისძიებისა თუ აქტივობის ბილეთების გაყიდვა/გადაცვლის უსაფრთხო და კომფორტული პლატფორმა.

WEBBIX - e-commerce ვებ.გვერდების შემქმნელი პლატფორმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის.

WEEBA - ციფრული საბითუმო ბაზრობა, სადაც მყიდველი გამყიდველისგან საბითუმო ფასად ყიდულობს საცალო რაოდენობის საკვებ პროდუქტებს, მინიმალური შეკვეთების გაერთიანებით.

LITKID - ვებ.პლატფორმა აერთიანებს ბაზარზე არსებულ საბავშვო ლიტერატურას და მშობლებს მათი შვილების ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ, პერსონალიზებულ საბავშვო წიგნების პაკეტებს სთავაზობს.

SOS Auto - ევაკუატორისა და ავტოასისტანსის გამოძახების ვებ.პლატფორმა და მობილური აპლიკაცია.

2022 წლის გაზაფხულის ნაკადი

AMBRY - ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანალიტიკური AML პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც ფინანსურ სექტორებს და ბანკებს, ასევე კრიპტო პლატფორმებს, შეამოწმონ და აკონტროლონ კრიპტო ტრანზაქციები და მისამართები.

SPACEM - რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის პლატფორმა.

LAWFORMER.COM - მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული იურიდიული ტექ.პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ხელშეკრულებების შექმნის და სამართლებრივი კვლევის პროცესს მუხლების ციფრული ბიბლიოთეკის, ხელშეკრულების შესაქმნელი სმარტ ხელსაწყოსა და სასამართლო ქეისების მოკლე მიმოხილვების საშუალებით.

DIDGE - ქლაუდზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახამრებით ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქონთენთის გენერირებით და ოპტიმიზებით, გააძლიერონ მათი ონლაინ ხილვადობა სოც.მედიაში და საიტებზე.

MEDU - სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის პროფესიული კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესს.

WEMPLER - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთჯერად დამხმარეებს ერთჯერადი დახმარების მსურველებთან.

COSTY - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინ პლატფორმა.

COLLAB2B - მულტიფუნქციური B2B გაყიდვების პლატფორმა, რომელიც სპეციალიზებულია ელექტრონულ კომერციასა და საბითუმო ვაჭრობაში და აერთიანებს ვაჭრობისთვის საჭირო ყველა სერვისს.

NOMADERIA.COM - პლატფორმა, რომელიც დისტანციურად მომუშავე მოგზაურებს დაეხმარება მათი ინტერესების შესაფერისი ქვეყნის შერჩევაში, სამოგზაურო დოკუმენტების მომზადებაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შერჩევაში, საჭირო კავშირების დამყარებაში და ა.შ.

LYNX - ვებ.გვერდი, რომელიც აკავშირებს მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბიზნეს სესხის გაცემის გასამარტივებლად.

DIGITAL VILLAGE - ციფრული სოფელი, რომელიც ინოვაციური მიდგომებით დააკავშირებს ერთმანეთთან მიწის მესაკუთრეებს, ფერმერებს, ლოგისტიკურ კომპანიებს, კაპიტალის მფლობელებს და სხვა დარგობრივ სუბიექტს.

CARLINK - მანქანის მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული ავტო ასისტენტი, რომელიც ზოგავს დროს და ფინანსებს.

PHARAO - ნამდვილი ადამიანების 3D ავატარების ციფრული ბიბლიოთეკა.

SETPLACE - გადასაღები ლოკაციების დაჯავშნისა და გაქირავების პლატფორმა.

WORKIN - პლატფორმა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებისა და ტექ.რეკრუტერებისთვის. ჩვენ ვამარტივებთ რეკრუტირების პროცესს, ვეხმარებით ბიზნესს ზრდაში და ხარისხის გაუმჯობესებაში.

SPACEAPP - პლატფორმა, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები, ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.

TASTEIT - სოციალური ქსელი რესტორნებისა და მათი მომხმარებლებისთვის.

GAACHUKE - პლატფორმის საშუალებით ადამანიანებს შეუძლიათ საქველმოქმედოდ გაყიდონ საკუთარი ნივთები და ამით დაეხმარონ მათთვის სასურველ საქველმოქმედო ფონდებს.

SAIT - საქალაქთაშორისო გადაადგილების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ამარტივებს გადაადგილებას და მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.

2021 წლის ნაკადი

EDUPAY - სწავლის გადახდის ავტომატიზაციის პლატფორმა სკოლებისა და მშობლებისთვის.

EASYPAY - საგადახდო სისტემა, რომელიც მიკროსაფინანსო და სალომბარდე სფეროს მომხმარებლებს სთავაზობს გადახდის მარტივ ონალინ პლატფორმას.

WOWCHY - ჩუქების ვებ.პლატფორმა, რომლის მეშვეობით საჩუქრის მაძიებელს შეუძლია რამდენიმე წამში შეარჩიოს, შეიძინოს და გააგზავნოს პოპულარული სასაჩუქრე ვაუჩერი ადრესატთან ფიზიკური ან ციფრული სახით.

GEORGIAN TRAVEL GUIDE - ვებ და მობილური აპლიკაციით ინტეგრირებული პლატფორმა მოგზაურებისა და მასპინძლებისთვის.

BRAINER - ვებ.პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ გათამაშებას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ცოდნისა და სისწრაფის დახმარებით მოიპოვონ გამარჯვება და მიიღონ ფინანსური სარგებლი.

UPWAY - საქართველოს ბაზარზე არსებული ონლაინ და ოფლაინ კურსების, სპორტული თუ სამოყვარულო წრეების მარკეტფლეისი.

PLAMOOD - სოციალური ქსელი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის.

GLEAMGO - მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებული დისტანციური ავტოსამრეცხაო.

ART INCEPTION GEORGIA - თანამედროვე ონლაინ გალერეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ, აღმოაჩინოთ და იყიდოთ ან გაყიდოთ ხელოვნების ნიმუშები თქვენი სახლიდან.

SAMBRELA - eSport-ის სათამაშო პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მობილური თამაშების დეველოპერებს ჩააშენონ ფასიანი ტურნირის სისტემები თავიანთ თამაშებში.

FARCO - სათბურისა და ფერმის ავტომატიზირებული მართვის სისტემა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს მართონ მეურნეობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

D.TALE - ცხოვრებისეული ღონისძიებების დაგეგმვის ვებ.პლატფორმა, რომელიც აწვდის მსურველს ყველა საჭირო პროდუქტს თუ მომსახურებას, ხოლო სერვისის მომწოდებელს აკავშირებს ახალ მომხმარებლებთან.

HOME COOKING ADVENTURES - პოპულარული კულინარიული ფბ.ჯგუფით და 60 000 აქტიური წევრით ინსპირირებული პლატფორმა, რომელიც ეხმარება სახლის მზარეულებს მარტივად გაყიდონ სახლში მომზადებული კერძები ონლაინ.

NEUROPILOT - მენტალური ჯანმრთელობის მობილური აპლიკაცია - ვირტუალური ფსიქოლოგი.

PEVATION - B2B ვებ.პლატფორმა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ ევროპელ დიზაინერებს დასავლეთ ევროპულ ბუტიკებთან.

L1ST - სახლის მზარეულების სოციალური კლუბი (Twitch კულინარებისთვის). პლატფორმა თითოეულ მომხმარებელს კულინარიული პოდკასტ შოუს წაყვანის, აუდიტორიის დაგროვებისა და შემდგომი მონეტიზაციის შესაძლებლობას სთავაზობს.

361 - ერთიანი საქალაქთაშორისო სატრანსპორტო პლატფორმა, რომელიც ერთი მხრივ, მგზავრებს უადვილებს მიკროავტობუსის ბილეთების შეძენას, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარება სადგურებს მომსახურების გაუმჯობესებაში.

LOBBY - მობილური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს პანდემიის შედეგად დაშორებულ სტუდენტებს საერთო ინტერესების მიხედვით.

TERMINALIO - დასაქმების ვებ.პლატფორმა, რომელიც ეხმარება კერძო და იურიდიულ პირებს იპოვონ სხვადასხვა უნარის მქონე ტალანტები კონკურენტულ ფასად.

გააკეთე განაცხადი

ვისთვის არის პრე-აქსელერატორი?

ტექნოლოგიური ან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტარტაპებისთვის.

სტარტაპებისთვის, რომელთაც აქვს მასშტაბირების პოტენციალი.

ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომელთაც აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.

გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 ადამიანისგან.

მზად უნდა იყოთ დრო დაუთმოთ სტარტაპის განვითარებას.

დემო დღე 2021

დემო დღე 2021 კოპი

პროგრამის გახსნა 2022 (შემოდგომის ნაკადი)

პროგრამის გახსნა 2022 (შემოდგომის ნაკადი)

დემო დღე 2022 (შემოდგომის ნაკადი)

დემო დღე 2022 (შემოდგომის ნაკადი)

დემო დღე 2022 (შემოდგომის ნაკადი)

დემო დღე 2021

დემო დღე 2021

დემო დღე 2021

დემო დღე 2021

დემო დღე 2021

დემო დღე 2021

დემო დღე 2021

პროგრამის გახსნა 2021

პროგრამის გახსნა 2021

პროგრამის გახსნა 2021

პროგრამის გახსნა 2021

პროგრამის გახსნა 2022 (გაზაფხულის ნაკადი)

პროგრამის გახსნა 2022 (გაზაფხულის ნაკადი)

პროგრამის გახსნა 2022 (გაზაფხულის ნაკადი)

დემო დღე 2022 (გაზაფხულის ნაკადი)

დემო დღე 2022 (გაზაფხულის ნაკადი)

დემო დღე 2022 (გაზაფხულის ნაკადი)

დემო დღე 2022 (გაზაფხულის ნაკადი)

დემო დღე 2022 (გაზაფხულის ნაკადი)

გახსნა 2023

გახსნა 2023

გახსნა 2023

გახსნა 2023

დემო დღე 2023

დემო დღე 2023

დემო დღე 2023

დემო დღე 2023

კონტაქტი

Impact Hub Tbilisi
Fabrika, ე.ნინოშვილის ქუჩა #8,
0102, თბილისი, საქართველო
+995 577 425 611