IMPACTHUB TBILISI-ს
სტარტაპ აქსელერატორი
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორი არის 12-კვირიანი პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებს განვითარებასა და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდაში.მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP და ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.აქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Helio AI, Roommate, Wenroll, Stori AI, Wempler, Lawformer, Connect, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.
ვისთვის არის აქსელერატორი?
ტექნოლოგიური ან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტარტაპებისთვის.
სტარტაპებისთვის, რომელთაც აქვს მასშტაბირების პოტენციალი.
ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომელთაც აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.
გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 ადამიანისგან.
მზად უნდა იყოთ დრო დაუთმოთ სტარტაპის განვითარებას.
კალენდარი 2024

22 აგვისტო - 20 სექტემბერი
აპლიკაციების მიღება

27 სექტემბერი - 3 ოქტომბერი
ინტერვიუ მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებთან

15 ოქტომბერი
პროგრამის გახსნა

ოქტომბერი 2024 - იანვარი 2025 აქსელერაციის პროგრამა

28 იანვარი, 2025
დემო დღე
ორგანიზატორები
მენტორები და მოწვეული სპიკერები
პარტნიორები
ელენე ჟვანიამ დაამთავრა სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკის გერმანულენოვანი ფაკულტეტი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პარალელურად სწავლობდა გერმანიის Eichstätt - ის უნივერსიტეტში. გასული ათი წლის განმავლობაში ელენემ მუშაობის დიდი გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. 2016 წელს კი დააფუძნა Impact Hub Tbilisi, სივრცე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და პროგრამების და პროექტების მეშევობით, ხელს უწყობს საქართველოში მეწარმეობის განვითარებას. ელენე არის Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელრატორის თანაორგანიზატორი და მენტორი, ასევე ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის თანადამუძლებელი. ბოლო რამდენიმე წელია ელენე არის სხვადასხვა საერთაშორისო ჰაკათონის, სტარტაპ კონკურსებისა და ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი. 2018 წლიდან კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნლივერსტეტში, მეწარმეობის მიმართულებით.
ქეთევან ებანოიძე, Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელია. 2016 წლიდან აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის, სოციალური მეწარმეობისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში. ქეთი არის Impact Hub Tbilisi-ს სტარაპ პრე-აქსლერატორის თანაორგანიზატორი და მენტორი, ასევე ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ის თანადამფუძნებელი. კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, მეწარმეობის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წელია არის სხვადასხვა სტარტაპ კონკურსისა და ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი.
მირიან ხომერიკი არის დეველოპმემტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ციფრული პროექტების მენეჯერი, სერტიფიცირებული Scrum მასტერი. რვაწლიანი გამოცდილებით ციფრულ სფეროში, მონაწილეობა აქვს მიღებული 40-ზე მეტი ვებ თუ მობილური აპლიკაციის შექმნაში ამერიკის, ბრიტანეთის და საქარველოს ბაზრებისთვის. 2020 წლიდან მართავს დეველოპმენტის გუნდს Clientela-ში სადაც ქმნის ციფრულ გადაწყვეტებს, ისეთი კომპანიებისთვის როგორებიცაა კლოე, კარტიე, გუჩი, მაქს მარა და ა.შ მირო არის Impact Hub Tbilisi-ს პრე აქსელერატორის მენტორი და თანაორგანიზატორი. ასევე როგორც მენტორი, ორგანიზატორი ან ლექტორი ჩართულია სხვადასხვა პროექტში, რომელიც ციფრული ტექონოლოგიების პოპულარიზაციას ემსახურება.
ნინუცა ნანიტაშვილი ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ათ წელზე მეტია მუშაობს ტექნოლოგიების სფეროში კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში. მართავდა სტარტაპების ბიზნესის განვითარებისა და პროდუქტის დიზაინის მიმართულებებს აგრო, განათლებისა და სამოქალაქო ტექის მიმართულებით. სხვადასხვა აქტივობით 3000-ზე მეტი ახალგაზრდა და ქალი ჩართო ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ინდუსტრიაში. ამჟამად ნინუცა Google-ის სტარტაპ აქსელერატორების პროგრამებზე მუშაობს ევროპის რეგიონებში. ამასთანავე არის კონსულტანტი სტარტაპებისა და ინოვაციების თემებზე.
ვასილ ჩუბინიძე არის მეწარმე, სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი და ლექტორი. მან კარიერა დაიწყო სარეკლამო კომპანია DDB Georgia-ში, როგორც კლენტებთან ურტიერთობის მენეჯერად. 2014 წელს შეუერთდა ღვინის ახალ კომპანიას, როგორც CMO, სადაც შექმნა თავისი პირველი საცალო ბრენდი - IKANO. 2015 წელს ვასილმა დაიკავა წამყვანი სარეკლამო სააგენტოს - Windfor's-ის მთავარი სტრატეგიული დამგეგმავის პოზიცია. 2016 წელს გახსნა საკუთარი სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო Millenial Hub. 2017 წელს დააფუძნა პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია – ჟუჟუნა ღვინო და არის დღემდე მმართველი პარტნიორი. მრავალი სამეწარმეო და კრეატიული პროექტის გარდა, ვასილი იყო მენტორი სხვადასხვა საერთაშორისო ჰაკათონსა და პროგრამაში და ასწავლიდა მარკეტინგს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 2021 წელს ვასილმა გაიარა წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორის 500 Startups - ის გადამზადების კურსი, რის შემდეგაც გახდა Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერატორის თანაორგანიზატორი და მენტორი.
პროგრამა
კვირა I - პროგრამის გახსნა, ადგილობრივი ბუთქემფი, დიაგნოსტიკა
კვირა II - მომხმარებლის კვლევა და პერსონის შექმნა
კვირა III - ბაზრის ზომა და ვალიდაცია
კვირა IV - MVP
კვირა V - ბაზარზე შესვლის სტრატეგია
კვირა VI - UI/UX დიზაინი
კვირა VII - მენტორების კვირეული
კვირა VIII - სტარტაპის შეფასება და საინვესტიციო რაუნდები
კვირა IX - ფინანსები და ბიუჯეტირება
კვირა X - ბრენდინგი და მარკეტინგი
კვირა XI - პრეზენტაციის (Pitch Deck) სტრუქტურა
კვირა XII - საერთაშორისო ბუთქემფი
კვირა XIII - დემო დღე
2024 წლის ნაკადი
ALLY - ნეთვორქინგ აპლიკაცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ერთმანეთის კონტაქტები პროფესიული საქმის მოსაგვარებლად.
ArtOa.io - პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს კედლის მხატვრებს დამკვეთებთან და ამავდროულად AI/AR ტექნოლოგიის საშუალებით ქმნის კედლის არტს წუთებში.

BIT SOLUTIONS - ვებ.პლატფორმა ხელს უწყობს ბიზნესებს, მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღებაში, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
CERTIFY HUB - ბიზნესებისთვის და ფიზიკური პირებისთვის ინდივიდუალურად მორგებული ელ. კომერციის პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ბიუროკრატიული სერვისების მიღებას.
DAILOGY - მესენეჯერ-ჩატ აპლიკაცია აღიქვამს დისფუნქციურ ტექსტებს და აგენერირებს შესაბამის ფუნქციურ, პოზიტიურ კომუნიკაციას, რითაც ამარტივებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის.

DOCHUB - პლატფორმა სრულად უზრუნველყოფს ხელშეკრულების შექმნის, გაფორმებისა და მართვის პროცესების ავტომატიზაციას.
HIERA - ჰიერა უზრუნველყოფს კლიენტთან უპრობლემოდ თანამშრომლობას და ამარტივებს სამუშაო პროცესებს ინტერიერის დიზაინერებისთვის.
QUISSLY - მოსაუბრე თანამგზავრი ონლაინ მაღაზიებისთვის, რომელიც აერთიანებს კატალოგის ტექსტურ და სურათების მონაცემებს, მომხმარებლის პრეფერენციებს, შესყიდვების ისტორიას და გლობალურ ტრენდებს, რისი საშუალებითაც ზრდის მომხმარებლის აქტივობას სატზე და გაყიდვების კონვერსიას.
RINGOVET - მობილური აპლიკაცია ვეტერინარული დახმარების ადგილზე გამოსაძახებლად, რომელიც ამავდროულად ზრუნავს მიუსაფარი ცხოველების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
SKIPPIT - სკიპიტი არის SaaS პლატფორმა მცირე და საშუალო ზომის პროფესიული სერვისის პროვაიდერი კომპანიებისთვის. ადამიანური რესურსებისა და პროექტების კომერციული ინფორმაციის ერთ პლატფორმაზე სინქრონიზაციით, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები და გაზარდოს ბიზნესის მომგებიანობა.
KLICS - ჩვენ ვეხმარებით საშუალო და დიდი ზომის იქომერს და რითეილ ბიზნესებს კონვერსიის 30%-ით გაზრდაში, მარკეტინგული გემიფიცირებული კამპანიებისა და რეკლამებით და კონვერსიის
პროგნოზირებადი სისტემის საშუალებით.
TRIPCAMP - მობილური აპლიკაცია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის, რომელიც მოგზაურებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში დაგეგმონ დასვენების სრული პროცესი - იპოვნონ და დაჯავშნონ დასარჩენი ადგილები, მიიღონ ინფორმაცია ლოკალური გამოცდილების, ტურების თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
uCraft.io - მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმა უზრუნველყოფს მარკეტინგული კონტენტის დაგეგმვას, შექმნას, გამოქვეყნებასა და ანალიზს სხვადასხვა პლატფორმისთვის.

WORLD TOURIST - ტურისტული აკლიკაცია, რომელიც მოგზაურებს უნიკალური ადგილობრივი გამოცდილების აღმოჩენისა და ფასდაკლებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
2023 წლის ნაკადი
CONNECT. - მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
GAKVETILO.GE - უნარების განმავითარებელი Live კურსების ონლაინ პლატფორმა, სადაც 11-17 წლის მოზარდები მრავალფეროვანი ინტერესების, ინტერაქციული კურსების გავლას შეძლებენ.
MAXHP - კომპლექსური მობილური თამაშები მათთვის, ვინც კომპიუტერული თამაშებიდან, მობილური თამაშებისკენ ახდენს მიგრაციას.
ROLLYCKS - ელექტრონული გორგოლაჭები და თანმხლები აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს აღმოაჩინოს ახალი ადგილები, თანამოაზრეები, ჩაერთოს შეჯიბრში და მოიპოვოს წამახალისებელი პრიზები.
ROOMMATE - პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
2022 წლის შემოდგომის ნაკადი
DIFLEX - ვებ აპლიკაცია, რომელიც ამარტივებს სატელეფონო კვლევების ჩატარების და ანალიზის პროცესს. ის წუთებში გადააქცევს ვებ ბრაუზერს გამავალი ზარების პლატფორმად, სადაც ოპერატორს შეუძლია ერთ სივრცეში დარეკოს, შეავსოს კითხვარი და გააკეთოს შედეგების მონიტორინგი.
e-Consul - მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველა სამოგზაურო ინფორმაციას და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.
GEORGIAN WINE CLUB - პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის შერჩევის პროცესის სრულ ავტომატიზებას და ღვინის სადეგუსტაციო ნაკრებების საბსქრიფშენს.
e-Consul - მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველა სამოგზაურო ინფორმაციას და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.

MLbee - მომხმარებლების შენარჩუნების საპროგნოზო ხელსაწყოები, ელ-კომერციის პლატფორმებისთვის.
NEBULA - პლატფორმა, რომელიც სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ზოგადი განათლების საგნების სასწავლო კურსებს. Nebula.ge ეხმარება მასწავლებლებს სწავლებაში, ხოლო მოსწავლეებს სწავლაში.
TAO TECHNOLOGY - მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ვებ.აპლიკაციის ფაიერვოლი, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის.

TRADETKT - სხვადასხვა ღონისძიებისა თუ აქტივობის ბილეთების გაყიდვა/გადაცვლის უსაფრთხო და კომფორტული პლატფორმა.

WEEBA - ციფრული საბითუმო ბაზრობა, სადაც მყიდველი გამყიდველისგან საბითუმო ფასად ყიდულობს საცალო რაოდენობის საკვებ პროდუქტებს, მინიმალური შეკვეთების გაერთიანებით.
LITKID - ვებ.პლატფორმა აერთიანებს ბაზარზე არსებულ საბავშვო ლიტერატურას და მშობლებს მათი შვილების ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ, პერსონალიზებულ საბავშვო წიგნების პაკეტებს სთავაზობს.
2022 წლის გაზაფხულის ნაკადი
AMBRY - ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანალიტიკური AML პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც ფინანსურ სექტორებს და ბანკებს, ასევე კრიპტო პლატფორმებს, შეამოწმონ და აკონტროლონ კრიპტო ტრანზაქციები და მისამართები.
DIDGE - ქლაუდზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახამრებით ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქონთენთის გენერირებით და ოპტიმიზებით, გააძლიერონ მათი ონლაინ ხილვადობა სოც.მედიაში და საიტებზე.
MEDU - სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის პროფესიული კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესს.
COSTY - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინ პლატფორმა.
COLLAB2B - მულტიფუნქციური B2B გაყიდვების პლატფორმა, რომელიც სპეციალიზებულია ელექტრონულ კომერციასა და საბითუმო ვაჭრობაში და აერთიანებს ვაჭრობისთვის საჭირო ყველა სერვისს.
LYNX - ვებ.გვერდი, რომელიც აკავშირებს მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბიზნეს სესხის გაცემის გასამარტივებლად.
DIGITAL VILLAGE - ციფრული სოფელი, რომელიც ინოვაციური მიდგომებით დააკავშირებს ერთმანეთთან მიწის მესაკუთრეებს, ფერმერებს, ლოგისტიკურ კომპანიებს, კაპიტალის მფლობელებს და სხვა დარგობრივ სუბიექტს.
SPACEAPP - პლატფორმა, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები, ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.

GAACHUKE - პლატფორმის საშუალებით ადამანიანებს შეუძლიათ საქველმოქმედოდ გაყიდონ საკუთარი ნივთები და ამით დაეხმარონ მათთვის სასურველ საქველმოქმედო ფონდებს.

SAIT - საქალაქთაშორისო გადაადგილების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ამარტივებს გადაადგილებას და მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.
2021 წლის ნაკადი
EASYPAY - საგადახდო სისტემა, რომელიც მიკროსაფინანსო და სალომბარდე სფეროს მომხმარებლებს სთავაზობს გადახდის მარტივ ონალინ პლატფორმას.
GEORGIAN TRAVEL GUIDE - ვებ და მობილური აპლიკაციით ინტეგრირებული პლატფორმა მოგზაურებისა და მასპინძლებისთვის.
BRAINER - ვებ.პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ გათამაშებას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ცოდნისა და სისწრაფის დახმარებით მოიპოვონ გამარჯვება და მიიღონ ფინანსური სარგებლი.
SAMBRELA - eSport-ის სათამაშო პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მობილური თამაშების დეველოპერებს ჩააშენონ ფასიანი ტურნირის სისტემები თავიანთ თამაშებში.
FARCO - სათბურისა და ფერმის ავტომატიზირებული მართვის სისტემა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს მართონ მეურნეობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
HOME COOKING ADVENTURES - პოპულარული კულინარიული ფბ.ჯგუფით და 60 000 აქტიური წევრით ინსპირირებული პლატფორმა, რომელიც ეხმარება სახლის მზარეულებს მარტივად გაყიდონ სახლში მომზადებული კერძები ონლაინ.
L1ST - სახლის მზარეულების სოციალური კლუბი (Twitch კულინარებისთვის). პლატფორმა თითოეულ მომხმარებელს კულინარიული პოდკასტ შოუს წაყვანის, აუდიტორიის დაგროვებისა და შემდგომი მონეტიზაციის შესაძლებლობას სთავაზობს.
361 - ერთიანი საქალაქთაშორისო სატრანსპორტო პლატფორმა, რომელიც ერთი მხრივ, მგზავრებს უადვილებს მიკროავტობუსის ბილეთების შეძენას, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარება სადგურებს მომსახურების გაუმჯობესებაში.

LOBBY - მობილური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს პანდემიის შედეგად დაშორებულ სტუდენტებს საერთო ინტერესების მიხედვით.

TERMINALIO - დასაქმების ვებ.პლატფორმა, რომელიც ეხმარება კერძო და იურიდიულ პირებს იპოვონ სხვადასხვა უნარის მქონე ტალანტები კონკურენტულ ფასად.
გააკეთე განაცხადი
ვისთვის არის პრე-აქსელერატორი?
ტექნოლოგიური ან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტარტაპებისთვის.
სტარტაპებისთვის, რომელთაც აქვს მასშტაბირების პოტენციალი.
ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომელთაც აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.
გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 ადამიანისგან.
მზად უნდა იყოთ დრო დაუთმოთ სტარტაპის განვითარებას.
კონტაქტი
Impact Hub Tbilisi
Fabrika, ე.ნინოშვილის ქუჩა #8,
0102, თბილისი, საქართველო
+995 577 425 611